2020-06-30 09:57:59
მძიმე რეალობა ისაა, რომ კორონავირუსის დასრულებამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია-ჯანმოს ხელმძღვანელი

მძიმე რეალობა ისაა, რომ კორონავირუსის დასრულებამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია-განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა. მისი თქმით, თუ მთავრობები სწორ პოლიტიკას არ აამოქმედებენ, მაშინ ვირუსით კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდება.

„ჩვენ ყველას გვსურს, რომ ეს დასრულდეს. ჩვენ ყველას გვინდა, ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. მაგრამ მძიმე რეალობა ისაა, რომ დასრულებამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყენაში პროგრესი არის, გლობალურად პანდემია მაინც ძალას იკრებს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

მანვე მთავრობებს მოუწოდა, მიბაძონ გერმანიის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის მაგალითებს, რომელთაც ეპიდემიის გაკონტროლება შეძლეს.

ცნობისათვის, Worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 10 412 421 ადამიანია დაინფიცირებული, აქედან დაღუპულია 508 228 და გამოჯანმრთელებულია 5 668 668 ადამიანი.

ამჟამად პანდემიის ეპიცენტრი სამხრეთ ამერიკაა. ვირუსის შემთხვევები ასევე მატულობს სამხრეთ აზიასა და აფრიკაში, სადაც დაავადების პიკი ივლისის ბოლომდე მოსალოდნელი არ არის. 

ამავე თემაზე