2020-06-29 17:50:20
იუსტიციამ ბაჩანა შენგელიას Facebook შეისწავლა და დისციპლინური წარმოება დაიწყო

ბაჩანა შენგელია, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით რამდენიმე დღის წინ, სანოტარო საქმიანობის უფლება შეეზღუდა, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სამინისტროს წერილს აქვეყნებს, რომლიც მას ცოტა ხნის წინ ჩაბარდა.

 

"გენერალური ინსპექციის სამახურეობრივი შემოწმების სამმართველოს თანამშრომლების მიერ გადამოწმდა თქვენი, როგორც ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას Facebook გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაცია (შემოწმდა ბოლო ერთთვიანი პერიოდი). შედეგად დადგინდა, რომ თქვენ - ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია საჯარო სოციალური გვერდის მეშვეობით ახორციელებთ მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულებების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებთ პოლიტიკურ შეფასებებს".- ნათქვანია წერილში.

 


 

ამავე თემაზე