2020-06-29 17:41:24
კვლავ მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ რვა მარტის შეთანხმება სრულად შესრულდეს - კინზინგერი

კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პარლამენტს ულოცავს საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას და ამავდროულად, კვლავ მოუწოდებს მხარეებს, სრულად შეასრულონ რვა მარტის შეთანხმება.

„კვლავ მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ რვა მარტის შეთანხმება სრულად შესრულდეს. ამავდროულად, მადლობას ვუხდი აშშ-ის საელჩოსა და ელჩ დეგნანს გაწეული დიდი შრომისა და მნიშვნელოვანი როლის შესრულებისთვის", - წერს კინზინგერი. 

 

ამავე თემაზე