2020-06-29 16:32:53
ვულოცავ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას, სამწუხაროა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა ყველამ არ მიიღო - ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ულოცავს. როგორც ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“ წერს, სამწუხაროა, რომ „ყველამ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში“.

„ვულოცავ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას! სამწუხაროა, რომ ყველამ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში. ამ მიღწევამ ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები უფრო დემოკრატიული და სამართლიანი უნდა გახადოს. და მაინც, დემოკრატიული ტრანზიციისთვის რჩევა იქნება, ყველა პარტიის ძალისხმევის გაგრძელება“, – წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“.

ამავე თემაზე