2020-06-29 14:44:10
რურუას 8 მარტის შეთანხმებასთან კავშირი არ აქვს, ეს მორიგი კრიმინალური საქმეა - კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი რურუას საკითხს 8 მარტის შეთანხმებასთან კავშირი არ აქვს, რაც ელჩების ბოლოდროინდელმა განცხადებებმაც დაადასტურა. მისივე თქმით, პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმება შესრულდა.

„ელჩების ბოლოდროინდელმა განცხადებებმაც დაადასტურა, რომ ეს ასე არ არის, რურუას არავითარი კავშირი არ აქვს 8 მარტის შეთანხმებასთან. დღეს აღსრულდა 8 მარტის შეთანხმება. რაც შეეხება რურუას საქმეს, ეს არის ერთ-ერთი მორიგი კრიმინალური საქმე, რასთან დაკავშირებითაც, ისევე როგორც სხვა საქმეებთან დაკავშირებით, საქართველოში გადაწყვეტილებას იღებს მართლმსაჯულება, სასამართლო. შესაბამისად, როგორც წყდება სხვა კრიმინალური საქმეები, ასევე გადაწყდება ეს კრიმინალური საქმეც“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე