2020-06-29 13:11:29
აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 38 845 შემთხვევა გამოვლინდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 38 845 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 264 პაციენტი.

ქვეყანაში ვირუსი უკვე 2 548 996 ადამიანს აქვს დადგენილი, მათგან 125 804 გარდაიცვალა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ მოპოვებული მონაცემები 50-ვე შტატის სტატისტიკას ასახავს.

ამავე თემაზე