2020-06-29 10:34:08
ვიდეომასალით დასტურდება პოლიციელთა მხრიდან უკანონობის ჩადენა - რურუას ადვოკატი

ვიდეომასალით დასტურდება პოლიციელთა მხრიდან უკანონობის ჩადენა - ამის შესახებ განცხადება, ტავარი არხის ერთ ერთი მეწილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გააკეთა. 

„სხდომაზე ორი მოწმეა დაბარებული, აქედან ერთია პოლიციის თანამშრომელია. ერთი იმ კომპანიის თანამშრომელი, რომელსაც ეკუთვნის შენობა, რომელიც განთავსებულია გიორგი რურუას დაკავების ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრის დაშორებით და სადაც დამონტაჟებული იყო გარე სათვალთვალო კამერები. სასამართლო სხდომაზე გამოვიკვლევთ დაცვის მხარის მტკიცებულებებს. მათ შორის ვიდეომასალას, რომელიც გადაღებულია ნომერ მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ჩანს როგორ შედიან პოლიციელები, როგორ იღებენ გიორგის პირად ნივთებს და შემდეგ აყალბებენ საპროცესო დოკუმენტებს - არ ხდება ამ ნივთების დალუქვა, გიორგის არ სთავაზობენ ხელის მოწერას და ა.შ. ვიდეომასალით დასტურდება პოლიციელთა მხრიდან უკანონობის ჩადენა“, - აცხადებს საძაგლიშვილი.

ამავე თემაზე