2020-06-29 10:07:22
კაცმა ოჯახში კონფლიქტისთვის გამოძახებული პოლიციელი დაჭრა და მე-7 სართულიდან გადახტა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კაცმა ოჯახში კონფლიქტისთვის გამოძახებული პოლიციელი დაჭრა, რის შემდეგაც მე-7 სართულიდან გადახტა.

"საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით შესული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა თემქის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, რა დროსაც შეტყობინების ინიციატორის მეუღლე - 1985 წელს დაბადებული გ.კ. გახდა აგრესიული და ამავე კორპუსის მე-4 სართულზე, სადარბაზოში, ადგილზე მისულ პატრულ-ინსპექტორს დ.ბ. -ს ცივი იარაღის გამოყენებით, მარცხენა ზედა კიდურის არეში მიაყენა ჭრილობა, რის შემდეგაც ამავე კორპუსის მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადმოხტა.

აღნიშნული პიროვნება სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. რაც შეეხება დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს, დ.ბ. -ს ის მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში, მისი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება," - აღნიშნულია განცხადებ

ამავე თემაზე