2020-06-29 10:03:12
გურჯაანში მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულს ამ დრომდე ეძებენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში 30 წლამდე ახალგაზრდის მკვლელობისთვის სავარაუდო ბრალდებულს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები.

ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება გუშინ საღამოს მოხდა. ცეცხლსაროლი იარაღით ნასროლი ტყვიით სოფელ ახაშენში მცხოვრები კაცი ადგილზე დაიღუპა. სროლის დროს დაიჭრა მისი მეგობარიც. ყელის არეში მიყენებული ჭრილობით ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

რა გახდა მკვლელობის კონკრეტული მოტივი, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ ოჯახის წევრებსა და თანასოფლელებს. ცნობილია, რომ ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე ახალგაზრდები დაჭრილის საცხოვრებელ სახლში ქეიფობდნენ და ისინი ნასვამები იყვნენ. შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

ამავე თემაზე