2020-06-26 18:51:27
მარტო მორალში არა, გონებრივ შესაძლებლობებშიც განსხვავებაა ჩვენს შორის - ბოკერია გახარიას

მარტო მორალში არა, გონებრივ შესაძლებლობეშიც განსხვავებაა ჩვენს შორის, - ასე მიმართა „ევროპული საქართელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში, წლიური ანგარიშის შემდგომ დამაზუსტებელი შეკითვის დასმისას.

„ბატონო გიორგი გავხსნით ფრენებიო და ახლა ფინანსთა მინისტრის კომენტარია, რომ არ გვიღირს და იმიტომ არ ვხსნითო. დაგვცინით ყველას თუ რა ხდება, ვერ გავიგე. ხალხს არ სჭირდება ფრენა? ტურიზმს, ეკონომიკის ამოქაჩვას? მართლა ასე ფეხებზე უნდა გეკიდოთ? თუ სისულელე თქვა ეკონომიკის მინისტრმა და ადმინისტრაციის უფროსმა, მაშინ გვითხარით. თუ თქვენ გვატყუებდით ახლა?

გადასახადებს რაც შეეხება, საშემოსავლოს ხალხს შეუმცირებთ? თუ ეგ საშემოსავლო ხალხისთვის ტვირთი არ არის? და ბოლოს გავრილოვზე. ერთხელ მაინც გვითხარით, დაფიცებული გაქვთ ხატზე? თუ რატომ არ შეგიძლიათ თქვათ, რომ ხვალ საქართელოს მტერს ქვეყანაში არ შემოუშვებთ. რაც შეეხება მორალს 20 ივნისის ამბებზე შემდეგ გამოსვლაში მოგახსენებთ და ჩვენთვის ბოდიშის მოხდას გაიძულებთ. ისე მინდა გითხრათ, რომ მარტო მორალში არა, გონებრივ შესაძლებლობებშიც განსხვავებაა ჩვენს შორის“,-მიმართა ბოკერიამ პრემიერს.  

ამავე თემაზე