2020-06-26 17:31:32
არის კამერების ჩანაწერები სადაც ჩანს, რომ გიგა არც აგარაკზე ჩხუბობს, არც მაგისტრალზე - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული გიგა ტატიაშვილის მამა

არის კამერების ჩანაწერები სადაც ჩანს, რომ გიგა არც აგარაკზე ჩხუბობს, არც მაგისტრალზე - ამის შესახებ განცხადება, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული, ძიუდოში ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილის მამამ მთავარ არხთან საუბრისას გააკეთა.

"როცა ჩხუბობდნენ ეუბნებოდა გიგა, რომ გაჩერდით ნუღარ ჩხუბობთო, დაანებეთ თავიო და რო აღარ ეშვებოდნენო დაუძახა, პატრული მოდისო. არის კამერების ჩანაწერები სადაც ჩანს, რომ გიგა არც აგარაკზე ჩხუბობს, არც მაგისტრალზე"- ამბობს რამაზ ტატიაშვილი.

გიგა ტატიაშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაპირისპირებაში მონაწილეობას არ ადასტურებს და ამბობს, რომ ამოღებულ ვიდეოჩანაწერებშიც კარგად ჩანს, როგორ დგას ტატიაშვილი საკუთარ მანქანასთან და ჩხუბში მონაწილეობას არ იღებს.

იმ 17 პირს შორის, რომლებიც სამართალდამცველებმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს, რამდენიმე სპორტსმენია. მათ შორის არიან მორაგბეები- არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე და ნიკა ჟვანია; ასევე "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე და ძიუდოში ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილი.

 

ამავე თემაზე