2020-06-26 16:41:39
დღეს საქართველოში შიმშილით არც ერთი ბავშვი არ იღუპება - ხუნდაძე

დღეს საქართველოში შიმშილით, საბედნიეროდ, არც ერთი ბავშვი არ იღუპება - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის მოსმენის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„რა თქმა უნდა, სოციალური პრობლემები ქვეყანაში არის, არსებობს არასრულფასოვანი კვების პრობლემები, მაგრამ დღეს საქართველოში შიმშილით, საბედნიეროდ, არც ერთი ბავშვი არ იღუპება“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ

ამავე თემაზე