2020-06-26 11:50:16
სომხეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი ერთ დღეში 759-ით გაიზარდა   

სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის თანახმად, წუხელ ქვეყანაში გამოვლინდა ახალი კორონავირუსით დაავადებული 759 ადამიანი, 13 პაციენტი გარდაიცვალა.

მთლიანობაში ეპიდემიის განმავლობაში COVID-19-ს ემსხვერპლა 410 ადამიანი. 23 347 დაინფიცირებულიდან განიკურნა ნახევარზე მეტი, 12 149 პაციენტი.

ამავე თემაზე