2020-06-26 11:12:07
საქართველო ყოველგვარი მიზეზის გარეშე აფართოებს ანტირუსულ, ანტიაფხაზურ და ანტიოსურ რიტორიკას, მათ შორის ბორდერიზაციასთან დაკავშირებით - ზახაროავა

საქართველო ყოველგვარი მიზეზის გარეშე აფართოებს ანტირუსულ, ანტიაფხაზურ და ანტიოსურ რიტორიკას, მათ შორის ბორდერიზაციასთან დაკავშირებით - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

"საქართველო აგრძელებს ანტირუსულ, ანტიაფხაზურ და ანტიოსურ რიტორიკას, მათ შორის ბორდერიზაციის საკითხთან მიმართებაში. ასევე გრძელდება კორონავირუსის გავრცელების თემის პოლიტიზირების მცდელობები და ამის ფონზე, სინანულს იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა არსებულ პრობლემებზე სოხუმთან და ცხინვლთან დიალოგზე უარს ამბობს" - ამბობს ზახაროვა.

ამავე თემაზე