2020-06-26 10:40:40
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 109 შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 109 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. დაიღუპა 19 პაციენტი.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვირუსს უკვე 1 086 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 41 117-მდე გაიზარდა.

ამავე თემაზე