2020-06-25 18:17:06
ხიდთან მისული ნაპირი

200 ათასი ლარიანი ხიდი წყალში, ახმეტის რაიონში, რომელმაც სოციალურ ქსელში მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია, მუნიციპალიტეტში გამოასწორეს და ნაპირი ხიდამდე მიიყვანეს. კერძოდ ხიდამდე მისასვლელ მდინარის კალაპოტში ხრეში ჩაყარეს. 

აღნიშნული ხიდი, ახმეტის რაიონში წყლის დონის კლების დროს აშენდა, ხოლო როცა წყლის ნაკადმა მოიმატა სრულიად გამოუსადეგარი და სიცოცხლისთვის სახიფათოც გახდა. ხიდის კიბე, ნაპირის ნაცვლად, შუა მდინარეში ჩადის. სოფლის მაცხოვრებლებისა და საზოგადოების აღშფოთების შემდეგ კი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მარტივი გამოსავალი იპოვეს და ხიდამდე ხრეშიანი გზა მიიყვანეს. 


 

ამავე თემაზე