2020-06-25 12:18:30
ბრაზილიაში ერთ დღეში კორონავირუსის 42 725 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1185 ადამიანი

ბრაზილიაში ერთ დღეში კორონავირუსის 42 725 ახალი შემთხვევა აღრიცხეს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ვირუსს გასული დღე-ღამის განმავლობაში 1185 ადამიანი ემსხვერპლა.

საერთო ჯამში, ბრაზილიაში გარდაცვლილია 53 830-ზე მეტი პაციენტი. ქვეყანაში ინფიცირებულთა ოდენობა 1 188 631-ს აღწევს.

ამავე თემაზე