2020-06-23 17:06:50
ყველა მხარემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ცვლილებების სასარგებლოდ ხმის მიცემით - კრამონი

ყველა მხარემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ცვლილებების სასარგებლოდ ხმის მიცემით - ამის შესახებ განცხადება, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონიმ გააკეთა, რითაც გამოეხმაურა, საქართველოს პარლამენტის მიერ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით მიღებას.

„კარგი ამბავი, საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება მეორე მოსმენით, ერთი კიდევ იქნება. საარჩევნო რეფორმა ქართული დემოკრატიის ინტერესებში შედის და ყველა მხარემ უნდა აიღოს პოლიტიკურ პროცესებზე  პასუხისმგებლობა ცვლილებების სასარგებლოდ ხმის მიცემით“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი.

ამავე თემაზე