2020-06-17 18:47:22
ვასამბეკ ბიკოვი, რომელიც საქართველოში უთვალთვალებდა გაბუნიას, არის რუსეთის ეფ ეს ბე-ს მოქმედი თანამშრომელი - დავით მაყიშვილი

პიროვნება (ვასამბეკ ბიკოვი), რომელიც საქართველოში უთვალთვალებდა გიორგი გაბუნიას, არის რუსეთის ეფ ეს ბე-ს სპეცდანიშნულების რაზმის "ვიმპელის" მოქმედი თანამშრომელი - ამის შესახებ უკრაინაში მცხოვრები თადარიგის პოლკოვნიკი დავით მაყიშვილი მთავარ არხთან საუბრისას აცხადებს. 

მაყიშვილის განცხადებით, ყველა პირი, რომელიც ტერაქტებს აწყობს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ეფ ეს ბე-ს მოქმედი თანამშრომელია. გარდა ამისა, თადარიგის პოლკოვნიკს ამ ინფორმაციას სხვადასხვა სპეცსამსახურების წარმომადგენლებიც უდასტურებენ. 

მისი თქმით, ინფორმაცია ბიკოვის საქართველოში ყოფნის შესახებ სუს-ს უფრო ადრეც უნდა ჰქონოდა. 

"თუმცა ვერ დაადგინეს, თუ არ დაადგინეს, აი აქ არის კითხვის ნიშანი... იმიტომ რომ, საქართველოს სპეცსამსახურები თანამშრომლობენ რუსულ სპეცსამსახურებთან, - აცხადებს ის.

მაყიშვილი ყვება, რომ ისტორია იწყება 2020 წლის 20 აპრილიდან, როდესაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თავისივე მაღალჩინოსანი გენერალი შაითანოვი დააკავა. ეს უკანასკნელი რუსეთის უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობაშია ბრალდებული. პოლკოვნიკის თქმით, შაიტანოვის დაკავების შემდეგ გამჟღავნებულ მრავალ ინფორმაციას შორის ამოტივტივდა გიორგი გაბუნიას სახელიც, რომელზეც თავდასხმა იგეგმებოდა.  

ამავე თემაზე