2020-06-10 13:47:23
ქართული ოცნება აპირებს ხარჯების შემცირებას სხვების ხარჯზე და არა საკუთარი პარტიის ან მასთან დაკავშირებული კომპანიების ხარჯზე - ჭიაბერაშვილი

,,ევროპული საქართველოს" დეპუტატი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, 2020 წლის განახლებულ, ანტიკრიზისულ ბიუჯეტში თავდაცვის ხარჯების შემცირებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქართული ოცნება სახსრებს პარტიისა და მასთან დაკავშირებული კომპანიების ხარჯზე უნდა ზოგავდეს. 

"სრულიად გაუგონარია, როცა ქართული ოცნება პირველ რიგში მიადგა თავდაცვას და ამ დროს ქართული ოცნების პარტიული აქტივი და მათთან დაკავშირებული კომპანიები კვლავ ისევე იღებენ ბიუჯეტიდან დაფინანსებას, როგორც აქამდე იღებდნენ", - ამბობს ჭიაბერაშვილი. 

2020 წლის განახლებული ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის ხარჯები 1 მილიარდ 491 მილიონი ლარით გაიზრდება და ჯამში 15 მილიარდ 924 მილიონ ლარს მიაღწევს.

ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 1.5 მილიარდ ლარზე მეტით შემცირდება, ჯამში კი შემოსავლების დანაკლისი 1 მილიარდ 817 მილიონ ლარს შეადგენს, რის პარალელურადაც მთავრობა 650 მილიონ ლარიან საშინაო ვალს იღებს. თავის მხრივ, საერთაშორისო პარტნიორებისგან გამოყოფილი კრედიტები 4 მილიარდ 470 მილიონი ლარს შეადგენს. 

ამავე თემაზე