2020-06-05 17:35:22
„ლავასოღლის“ მხარდამჭერი აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

ლავასოღლის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ მსვლელობაზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციელებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

„მსვლელობის მონაწილეების დაკავება გამოიწვია იმან, რომ ეს არ არის პროპორციული ძალა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე გადაადგილებას ვაპირებდით არ მოხდა ჩვენი იდეის, ჩვენი შეხედულების გაზიარება და ერთ ადამიანს 10 კაცი ურტყავდა. ჯერჯერობით არ ვიცით მათი ბედი იმედი გვაქვს, რომ გავარკვევთ ყველაფერს“, - განაცხდა ალექსანდრე კობაიძემ. 

აქციის მონაწილეები ბათუმის პროკურატურასთან მიემართებიან, სადაც ისინი მოითხოვენ, რომ ბათუმის მთავარმა პროკურორმა გასცეს პასუხი მათ კითხვებს, თუ როდის მოხდება ლავასოღლის ექსტრადირება.   

ამავე თემაზე