2020-06-03 19:39:48
დიდ ბრიტანეთში 24 საათში კორონავირუსით 359 ადამიანი დაიღუპა

დიდ ბრიტანეთში 24 საათში კორონავირუსით 359 ადამიანი დაიღუპა. მთლიანობაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ბრიტანეთში კოვიდ-19-ით 39 748 ადამიანი არის გარდაცვლილი. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“, ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრიტანეთი ლეტალური შემთხვევების რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზეა, მსოფლიოში კი, მეორე ადგილს იკავებს ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ.

ამავე თემაზე