2020-06-03 10:15:26
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 800-ს შეადგენს.

stopcov.ge-ზე განახლებული COVID ინფექციის სტატისტიკის თანახმად, 6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და მონაცემი 640 გახდა.

ამ დროის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში რჩება 2 424 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 304 - პირი.

საქართველოში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი გუშინ, პაციენტი მკურნალობას თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა. 

ამავე თემაზე