2020-06-02 16:30:14
​შესაძლოა, ოპოზიციას ზოგიერთ ოლქში არა ერთი, არამედ რამდენიმე კანდიდატიც ჰყავდეს-მელია

შესაძლოა, ოპოზიციას ზოგიერთ ოლქში არა ერთი, არამედ რამდენიმე კანდიდატიც ჰყავდეს-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია. მისი თქმით,  ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ოპოზიციის ერთობა, მაქსიმალურად ყველა საკითხის გარშემო იყოს. მისივე თქმით, შესაძლოა გარკვეულ ოლქებში ოპოზიციურ პარტიებს თავიანთი კანდიდატები ჰყავდეთ, ცალკეულ ადგილებზე კი ერთიანი.

მელიას განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" გადაწყვეტილებას სხვა პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს. 

"ბუნებრივია, შესაძლებელია, ცალკეულ ოლქებში საერთო შეთანხმების საფუძველზე, ჩვენი ინტერესი იყოს რომ ოპოზიციას ჰყავდეს არა ერთი კანდიდატი, არამედ რამდენიმე, რომ ამით გონივრულად დავუპირისპირდეთ ოლიგარქს. არის ოლქები, სადაც ცალსახად საერთო კანდიდატი უნდა უყოს",- განაცხადა მელიამ.

ამავე თემაზე