2020-06-02 10:11:58
თეთრ სახლთან აქცია სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზის დახმარებით დაშალეს (ფოტო-ვიდეო)

თეთრ სახლთან შეკრებილი აქციის დასაშლელად სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა არეულობის დასასრულებლად ქვეყნის დიდ ქალაქებში სამხედროების მობილიზების შესახებ განაცხადა. 

დემოსნტრაციები არ წყდება ქვეყნის სხვა ქალაქებშიც. საპროტესტო აქციის მონაწილეები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებდნენ. შეერთებულ შტატებში გამოსვლები 26 მაისს დაიწყო.

 

 


 

ამავე თემაზე