2020-05-29 18:43:30
ფეხაკრეფით გაპარვა რა არის? ვინმესთან კონსულტაცია გაიარეთ ხოლმე სანამ სიტყვებს შეარჩევთ - ბოკერია ოხანაშვილს

ფეხაკრეფით გაპარვა რა არის? ვინმესთან კონსულტაცია გაიარეთ ხოლმე სანამ სიტყვებს შეარჩევთ - ასე პასუხობს "ევროპული საქართველოს" ერთ ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ სხდომის დასრულებამდე ფეხაკრეფით საკანონმდებლო სხდომათა დარბაზიდან არ გაიპარონ.

„ბატონო არჩილ წესები დაიცავით ხოლმე, როგორც კი ანრი მისთვის ჩვეულად აი ამ უაზრობის თქმას დაიწყებს, გაუთიშეთ ხოლმე. ხომ არ გეშინიათ? საშიში არაფერი არაა გაუთიშეთ ხოლმე. ფეხაკრეფით გაპარვა რა არის? ვინმესთან კონსულტაცია გაიარეთ ხოლმე სანამ სიტყვებს შეარჩევთ. ჩვენ იცი რაზე ვზრუნავთ? რომ გასაქცევი არ გქონდეთ მერე არჩევნები რომ მოვა თქვენ ბატონო ანრი. ფეხაკრეფით რომ წახვიდეთ“, - განაცხდა გიგა ბოკერიამ.

ამავე თემაზე