2020-05-29 13:29:30
ხაშურის საკრებულოს დეპუტატად გახდომის შემდეგ, ლევან გამრეკელის კომპანიებმა ბიუჯეტიდან 1,000,000 ლარი მიიღო-ფლანგვის დეტექტორი

ხაშურის საკრებულოს დეპუტატად გახდომის შემდეგ, ლევან გამრეკელის კომპანიებმა ბიუჯეტიდან 1,000,000 ლარი მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.

მათივე თქმით, დეპუტატის ცოლის სახელზე რეგისტრირებული კომპანიის შავ სიაში შეყვანის შემდეგ, გამრეკელმა ახალი კომპანია მისი 19 წლის შვილის სახელზე დაარეგისტრირა.

"ხაშურის საკრებულოს დეპუტატი და ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების თავმჯდომარის მოადგილე, ლევან გამრეკელი, 2015 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებში მასთან დაკავშირებული სამი კომპანიით მონაწილეობდა და მთლიანობაში 3 მილიონამდე ლარის ტენდერებში არის გამარჯვებული. კომპანიების მიერ მოგებული 26 ტენდერიდან 10 შემთხვევაში შემსყიდველი ხაშურის მუნიციპალიტეტი იყო - ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 402,982 ლარია. ამასთან ერთად, ხაშურში მისი ოჯახის მფლობელობაშია 36,879 კვ.მ-ის ოდენობის მიწა, რომელთაგან ნაწილი ლევან გამრეკელის საკრებულოში მოხვედრის შემდეგ შეიძინა.

ლევან გამრეკელი 2017 წლიდან ხაშურის საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატია.

2015 წლიდან მისი კომპანიები აქტიურად იმარჯვებენ სახელმწიფო ტენდერებში, სადაც ძირითადი შემსყიდველი ხაშურის მუნიციპალიტეტია. გამრეკელის სახელს სამი კომპანია უკავშირდება, საიდანაც ორი კომპანია ახლო წარსულში “შავ სიაშია” მოხვედრილი,"-ნათქვამია "ფლანგვის დეტექტორის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ამავე თემაზე