2020-05-29 12:49:11
ეპიდსიტუაციის და ჯანდაცვის რეკომენდაციების გამო, საკონსტიტუციო განხილვის პროცესი ჩატარდება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერით-თალაკვაძე

ეპიდსიტუაციის და ჯანდაცვის რეკომენდაციების გამო, საკონსტიტუციო განხილვის პროცესი ჩატარდება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერით-აღნიშნული განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარემ,არჩილ თალაკვაძემ, ბიუროს სხდომაზე გააკეთა. 

„საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდეგ საკონსტიტუციო განხილვის პროცესი აღდგა. მანამდე ეს დრო იყო შეჩერებული. მომდევნო კვირაში ვგეგმავთ პირველ საჯარო განხილვას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ეპიდსიტუაციის და ჯანდაცვის რეკომენდაციების გამო, ეს ჩატარდება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერით. წინასწარ მოხდება მოქალაქეთა შეკითხვების და მათი მოსაზრებების შეკრება და შემდეგ როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია ვუპასუხებთ ამ კითხვებს, რომელიც ასევე იქნება ინტერაქტიული. ამ განხილვას მალევე მოყვება მეორე განხილვა, რომელიც ჩატარდება რეგიონში. სავარაუდოდ, აჭარის ტელევიზია უმასპინძლებს. უკვე კონსულტაციები გვაქვს ამაზე დაწყებული. ამის მერე, ერთთვიანი ვადის ამოწურვის შედეგ გადავდივართ საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვაზე, რასაც მოჰყვება პირველი კენჭისყრა. იმედი მაქვს, დღევანდელი მოცემულობით, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში შევძლებთ რომ გამოვიტანოთ სამივე კენჭისყრაზე როგორც საკონსტიტუციო ცვლილებები, ასევე საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც შემუშავებულია ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინებით“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ამავე თემაზე