2020-05-29 12:39:52
მოვითხოვთ, რომ რუსეთმა დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წელს აღებული ვალდებულებები - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მორგან ორტაგუსი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია უნდა დაასრულოს და შეასრულოს 2008 წელს აღებული ვალდებულებები. 

„ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ კონტროლირებადი უსაფრთხოების ძალების მიერ მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესს. ჩვენ ისევ მოვითხოვთ, რომ რუსეთმა დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წელს აღებული ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები და დაუშვას ჰუმინატარული დახმარების შეუფერხებლად მიწოდება", - წერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მორგან ორტაგუსი „ტვიტერში“.

ამავე თემაზე