2020-05-29 12:36:25
შინაარსობრივს, აზრიანს, სამწუხაროდ, ამ ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან მე არ მოველი-ოხანაშვილი

შინაარსობრივს, აზრიანს, სამწუხაროდ, ამ ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან მე არ მოველი-განაცხადა  იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარებული პრემიერ-მინისტრთან კითხვების არსებობის შესახებ. 

"მე მათგან რაიმე შინაარსობრივს არ მოველი, ვინაიდან, ჩვენ ყველამ კარგად ვიხილეთ და ჩვენი საზოგადოება თვალყურს ადევნებდა, როგორ ტრაბახობდნენ, რომ ერთი მოვიდეს პრემიერი, თითქოს ჩამჭრელი შეკითხვების დასმის შესაძლებლობა და უნარი ჰქონდეთ. თუმცა ვიხილეთ ძალიან სუსტი ოპოზოცია, სუსტი, უშინაარსო შეკითხვებით და პრემიერ-მინისტრი, რომელიც ზედმიწევნით ფლობს მნიშვნელოვან ინფორმაციას, ზედმიწევნით ზუსტად ახსნა ყველა ის გატარებული ღონისძიება, რომელსაც უშუალოდ ხელმძღვანელობდა და ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ ჩააყენა საქმის კურსში ყველა იმ მნიშვნელოვან ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდებოდა ეპიდსიტუაციის მართვას. შესაბამისად, შინაარსობრივს, აზრიანს, სამწუხაროდ, ამ ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან მე არ მოველი", -განაცხადა ოხანაშვილმა.

ამავე თემაზე