2020-05-29 12:30:49
„სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს, ეს არის საქართველოს ოკუპირებული ნაწილი“ - აშშ-ის ელჩი ეუთოში

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის წარმომადგენელმა, ჯეიმს სტიუარტ გილმორმა ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ „არ არსებობს სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. ეს არის საქართველოს ოკუპირებული ნაწილი, ეს საქართველოს ტერიტორიაა“.

"აქ გაკეთდა კომენტარი სამხრეთ ოსეთის საზღვარზე მისვლის შესახებ. არ არსებობს საზღვარი სამხრეთ ოსეთთან. ეს მთლიანად საქართველოს ტერიტორიაა " განაცხადა ეუთოში აშშ-ის ელჩმა და საქართველოს წარმომადგენლის მოხსენებას დაუჭირა მხარი.

ამავე თემაზე