2020-05-29 12:28:39
პრემიერ მინისტრს ვკითხავთ, სად არის იმ დახმარებების, თუნდაც მწირი დანაპირების პაკეტი, რომელსაც თვეებია, ხელისუფლება ჰპირდება და დღემდე არავის მიუღია - გოცირიძე

პრემიერ მინისტრს ვკითხავთ, სად არის იმ დახმარებების, თუნდაც მწირი დანაპირების პაკეტი, რომელსაც თვეებია, ხელისუფლება ჰპირდება და დღემდე არავის მიუღია - აღნიშნული განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ გააკეთა.

“(პრემიერ მინისტრს ვკითხავთ) სად არის ამ უკიდურესად მძიმე ვითარებაში იმ დახმარებების, თუნდაც მწირი დანაპირების პაკეტი, რომელსაც თვეებია, ხელისუფლება ჰპირდება და დღემდე არავის მიუღია. მთავარი შეკითხვა შეეხება იმას, რომ სიღატაკის დაძლევის არანაირი შანსი ამ ხელისუფლებას არ აქვს და მათ უნდა წარმოადგინონ რეალური გეგმა, თუკი შეუძლიათ, ანტიკრიზისული, მართლაც ქმედითი გეგმის სახით, თუ არადა მათ უნდა გაითვალისწინონ ჩვენი, ოპოზიციის შეთავაზებებს,” - განაცხადა გოცირიძემ.

ამავე თემაზე