2020-05-29 12:23:50
კითხვები იქნება იმ რამდენიმე ტყუილზე, რომელიც გახარიამ იკადრა 2 დღის წინ, როდესაც პარლამენტში იყო კითხვა-პასუხი - კაპანაძე

კითხვები იქნება იმ რამდენიმე ტყუილზე, რომელიც გახარიამ იკადრა 2 დღის წინ, როდესაც პარლამენტში იყო კითხვა-პასუხი - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველო" წევრმა სერგი კაპანაძემ, პრემიერ მინისტრის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით გააკეთა.

"ჩვენი ინტერპელაცია პრემიერ მინისტრთან დღეს ეხება ისევ და ისევ იმ ე.წ ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც მთავრობამ თითქოს წარმოადგინა, მაგრამ ჯერ არცერთი თეთრი არავის არ მიუღია და ეხება ჩვენ მიერ წარდგენილ გეგმას, რომლის არცერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, არც გადასახადების შემცირება, არც საპენსიო თანხების დაბრუნება მოქალაქეებისთვის, არც ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, არც სოციალური დახმარებების უფრო თანაბრად და იმ ჯგუფებისთვის მიცემა, ვისაც მართლა სჭირდება, არ გაუთვალისწინებია. გარდა ამისა [კითხვები იქნება] იმ რამდენიმე ტყუილზე, რომელიც გახარიამ იკადრა 2 დღის წინ, როდესაც პარლამენტში იყო კითხვა-პასუხი," - განაცხადა კაპანაძემ.

ამავე თემაზე