2020-05-29 11:55:36
აპრილში, საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის აპრილის თვეში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 16.6 %-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო თავად ავრცელებს.

"წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 16.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი -3.6 პროცენტია. 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში. ზრდა დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში,"- ნათქვამია ანგარიშში.

ამავე თემაზე