2020-05-29 11:38:16
სომხეთში, 24 საათში, კორონავირუსის 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი დაიღუპა

სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა. 

სომხეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 3297 პაციენტი, ხოლო აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 5259-ს შეადგენს. 

ამავე თემაზე