2020-05-29 11:15:59
31 მაისის დილის 9 საათიდან განახლდება მართვის მოწმობის თეორიული გამოცდების ელექტრონულად დაჯავშნის სერვისი

31 მაისის დილის 9 საათიდან განახლდება მართვის მოწმობის თეორიული გამოცდების ელექტრონულად დაჯავშნის სერვისი, აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამ დრომდე მომსახურების სააგენტოში მხოლოდ პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება იყო შესაძლებელი მათთვის, ვისაც თეორიული გამოცდა უკვე ჩაბარებული ჰქონდა.

უწყების განცხადებით, მომსახურების სააგენტოში, 1 ივნისიდან, COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება და მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით.

ამავე თემაზე