2020-05-29 10:48:10
კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ექვსი საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო ორი ბოლნისს უკავშირდება -ეზუგბაია

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ექვსი საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო ორი ბოლნისს უკავშირდება, აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ავრცელებს.

მისივე თქმით, რვავე პაციენტი მათ ცენტრშია მოთავსებული.

საერთო ჯამში, ინფექციურ საავადმყოფოშო კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტი მკურნალობს, კოვიდ-ცენტრებში კი ჯამში – 158.

„გუშინ დღე-ღამის განმავლობაში, დილამდე შემოვიდა 8 დადასტურებული შემთხვევა და ერთი სწრაფი ტესტით დადასტურებული, რომელიც კონფირმაციას საჭიროებს, დღეს ცხვირ-ხახის ნაცხი გაკეთდება და „პისიარ“ კვლევა ჩაუტარდება“, -თქვა ეზუგბაიამ.

ამავე თემაზე