2020-05-28 15:13:09
კორუფცია შეიძლება ყველა ქვეყანაში იყოს - კობახიძე

უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კორუფცია ყველა ქვეყანაში შეიძლება იყოს. ასე უპასუხა მან ოპოზიციას, რომელიც ქვეყანაში არსებულ კორუფციაზე მიუთითებს.

"კორუფცია შეიძლება ყველა ქვეყანაში იყოს. თუმცა, საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში სწორედ ამ კომპონენტში არის მოწინავე და უსწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას. ეს ძალიან კარგად ქართულმა საზოგადოებამ, საერთაშორისო პარტნიორებმა. დანარჩენი არის ტყუილი", - განაცხადა კობახიძემ.

ამავე თემაზე