2020-05-28 15:05:18
საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და გარე-გარე ან უნდა დავრბოდეთ, გვიშველეთო - მეუფე იაკობი

საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და გარე-გარე ან უნდა დავრბოდეთ, გვიშველეთო, – განაცხადა 28 მაისს, ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა რიგი პოლიტიკოსებზე საუბრისას, რომელთა ვინაობა მას არ დაუკონკრეტებია.

“მეუფე ანტონს ხომ ყველა იცნობთ? რომელმა არანორმალურმა უნდა თქვას, რომ რუსეთისკენ მიჰყავს იმ კაცს… უბრალოდ, მან ის აღნიშნა, როგორ საძაგლადაც ვიქცევით, ევროპაში კი არა, სახლებში არა ვართ შესაშვებები, ისე ვიქცევით. ვინ თქვა, რომ გადაუხვიეთო? მეუფე ანტონი, ან 3-4 ეპისკოპოსი რომ იყოს, ჯვარი სწერიათ, პოლიტიკას შეგვაცვლევინებენ ჩვენს ეკლესიას? პატრიარქმა განაცხადა, სინოდმაც განაცხადა დასავლეთის კურსი და ბევრს ნუღარ ლაპარაკობთ. მე პირადად მაქვს ურთიერთობები და ძალიან კარგად იციან უცხოეთში, ვისკენ ვართ”, – განაცხადა ეპისკოპოსმა იაკობმა.

ბოდბელი ეპისკოპოსის თქმით, 2 000 წელია ეკლესიას არ უღალატია საქართველოსთვის და ვინც ეკლესიას ებრძვის, ის არის “საქმით რუსი”.

“ვინც ჩვენ გვებრძვის, ეკლესიას ებრძვის, ის ხომ საქართველოს ებრძვის და რომელ ქვეყანას უნდა ჩვენი დანგრევა? კარგად გადავიხედოთ საქმეებით ვინ არის რუსი, დაინახავთ თვითონ. დაემსგავსეთ ისევ ადამიანებს, არ გვაფიქრებინოთ რომ დარვინი მართალი იყო ადამიანის წარმოშობაზე. არ შეიძლება ფულის გამო სული გაყიდოთ  და ქვეყანა და ერი გაყიდოთ. ეკლესიას მაინც ვერაფერს დააკლებთ”, – აღნიშნა მან.

ამავე თემაზე