2020-05-28 15:04:44
მეუფე დიმიტრი წესიერი კაცია და მაგი როგორ უნდა დაიცვას-მეუფე იაკობი მამალაძეზე

 

მეუფე დიმიტრი წესიერი კაცია და მაგი როგორ უნდა დაიცვას - ასე უპასუხა ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტების კითხვას იმასთან დაკავშირებით, „ფიქრობს თუ არა, რომ მეუფე დიმიტრიმ შეწყალებასთან დაკავშირებით დუმილით დეკანოზი გიორგი მამალაძე გაწირა“.

„ჩვენ ხომ ვიცით რა ხდებოდა მანამდე. თქვენ თუ არ გჯერათ ნება თქვენია. სულ არ მაინტერესებს სასამართლო დაამტკიცებდა თუ არ დაამტკიცებდა რამეს, ჩვენ ხომ ვიცით რაც ხდებოდა. ეკლესია არ არის ის, რომ ასე საერო სასამართლოს იმით ვიხელმძღვანელოთ. ოდესმე უკან რამეზე დამიხევია? ასეთ საუბარს რომელიმე ეპისკოპოსისგან მოისმენთ? ყველა ერიდება და არ ვალამაზებ არაფერს. ჩემ სიტყვებზე პასუხისმგებელი ვარ აქაც და მეორედ მოსვლისასაც", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამავე თემაზე