2020-05-28 14:58:04
როგორ შეცვლის მთავრობის თანადაფინანსება იპოთეკური სესხების განაკვეთებს

დღეს საქართველოს მთავრობამ უძრავი ქონების ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომლის მიხედვით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში იპოთეკური სესხების თანადაფინანსება მოხდება. თანადაფინანსების კოეფიციენტი ლარის სესხებზე 4% პროცენტული პუნქტი იქნება. 

ანტიკირიზისული გეგმის მიხედვით, პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარია და ის გავრცელდება მხოლოდ იმ სესხებზე, რომელთა მოცულობაც 200,000 ლარზე ნაკლებია. 

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის აპრილში საქართველოში ლარის იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთმა 10.77% პროცენტი შეადგინა. შესაბამისად, სუბსიდირების პირობებში, ახალი საშუალო განაკვეთი 6.77% იქნება. თუმცა, ევროსა და დოლარში იპოთეკური სესხების განაკვეთი უფრო მცირეა. კონკრეტულად კი ევროში განაკვეთი 4.31%-ს, ხოლო აშშ დოლარში კი 7.15%-ს შეადგენს. 


 

 

 

BMG

ამავე თემაზე