2020-05-28 14:30:54
იპოთეკურ სესხს იღებენ მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონეები,გამოდის რომ, მთავრობა ეხმარება არა მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ნაწილს, არამედ ყველაზე შეძლებულს -კეპულაძე 

იპოთეკურ სესხს, როგორც წესი, იღებენ მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანები, გამოდის რომ, მთავრობა ახალი ინიციატივით, ეხმარება არა მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ნაწილს, არამედ ყველაზე შეძლებულს - ასე ეხმაურება, "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე, მთავრობის ინიციატივას, იპოთეკური სესხების სუბსიდირებასთან დაკავშირებით, მათი განმარტებით, ვინც სახლის შეძენას ბანკის დახმარებით გეგმავს, სახელმწიფო სესხს, წლის ბოლომდე დაასუბსიდირებს.

"იპოთეკურ სესხს, როგორც წესი, იღებენ მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანები. დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს საკმარისი რესურსი გრძელვადიანი სესხის ასაღებად არ აქვთ. გამოდის რომ, მთავრობა ახალი ინიციატივით, ეხმარება არა მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ნაწილს, არამედ ყველაზე შეძლებულს. ეს მინიმუმ არასამართლიანია,"-წერს სოციალურ ქსელში კეპულაძე. 

ამავე თემაზე