2020-05-28 14:25:25
არჩევნების საღამოს ეს პარტიები, ვინც შევთანხმდებით საერთო მაჟორიტარების კანდიდატებზე ერთად დავდგებით და ვიტყვით, რომ ივანიშვილი დამარცხებულია - უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 50%-ის მხარდაჭერის მოპოვების შანსი არც ერთ ცალკე აღებულ პოლიტიკურ ძალას არ აქვს. ამიტომ უგულავას თქმით, კოალიციების შექმნა გარდაუვალია.  

„რაც არ უნდა ილუზიები შეიქმნან, რომ მაგარი ბიჭები არიან პანდემიის შემდეგ, 50%-ის შანსი არც ერთ პოლიტიკურ ძალას ცალკე არ ექნება, ამიტომ კოალიეციები გარდაუვალია. ჩვენ უნდა მოვახერხოთ მაჟორიტარებზე შეჯერება. შეძლება არ იყოს ეს 30-ვე ოლქში, მაგრამ მაინც უნდა შევჯერდეთ. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის პარტიები, ვინც შეჯერდებიან მაჟორიტარებზე, ასევე მომდევნო კოალიციის კონტურებს ქმნიან. ანუ ჩვენ თუ ერთობლივი მაჟორიტარი გვყავს, მაღალი ალბათობით შევძლებთ, რომ კოალიციურად ერთად ვიყოთ. საბოლოო ჯამში, შეთანხმება, ჩემი აზრით ,მაჟორიტარებზე შედგება ასეთი თუ ისეთი ალგორითმით და ასევე, ეს მეორე ტურში მხარდაჭერას მოიცავს. რაც მთავარია მოიცავს იმას, რომ არჩევნების საღამოს ეს პარტიები, ვინც შევთანხმდებით საერთო მაჟორიტარების კანდიდატებზე ერთად დავდგებით და ვიტყვით, რომ ეს არის კოალიციის პირველი კონტური, ივანიშვილი დამარცხებულია, ქვეყანა თავისუფალია ამ გაუგონარი ტყუილზე დაფუძნებული რეჟიმისგან და ჩვენ გადავდივართ ახალ ეპოქაში. გაგვაერთიანებს ჩვენ პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. იმიტომ რომ ჩემი, როგორც პოლიტიკოსის ერთ-ერთი მთავარ პოლიტიკურ ამოცანად, სხვა ამოცანებთან ერთად, მიმაჩნია ის, რომ მომდევნო 10 წლის თავზე კახა ოქრიაშვილმა არ უნდა თქვას, რომ პროპორციულმა სისტემამ არ გაამართლა, რადგან ოქრიაშვილი პროპორციული სისტემის თანიმდევრული მოწინააღმდეგეა. ამ სისტემამ ჩვენს ხალხს უნდა მოუტანოს დაბალანსებული მმართველობა, რომ ხელისუფლება ღმერთივით არ მოვა და მერე ეშმაკივით გასაგდები არ გახდება, როგორც აქამდე სულ იყო,“- განაცხადა გიგი უგულავამ.

ამავე თემაზე