2020-05-28 14:14:57
ვინც კი კორონავირუსამდე იყო ღარიბი, დღეს გახდა ღატაკი და ამ ადამიანებს ხელისუფლება არ აღიარებს-მელია

ვინც კი კორონავირუსამდე იყო ღარიბი, დღეს გახდა ღატაკი და ამ ადამიანებს ხელისუფლება არ აღიარებს-განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ, დუშეთში, წილკნის დევნილთა დასახლებასა და მცხეთაში, სადაც ყოველგვარი შემოსავლისა და ხელისუფლების დახმარების გარეშე დარჩენილი ოჯახები მოინახულა.

ნიკა მელიამ ხელისუფლებას მოუწოდა, გადაარჩინოს შიმშილს თავისი მოქალაქეები და გაითვალისწინოს ენმ-ის მიერ შეთავაზებული ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ყველა 18 წელს მაღლა მოქალაქისთვის 1000 ლარიან, ხოლო 18 წელს დაბლა პირისთვის 500 ლარიან დახმარებას გულისხმობს

„ვინც კი კორონავირუსამდე იყო ღარიბი, დღეს გახდა ღატაკი და ამ ადამიანებს ხელისუფლება არ აღიარებს. რომ არ დაიღუპოს ეს ხალხი შიმშილით, მილიარდელი მმართველის პირობებში, აუცილებელია ჩვენი ინიციატივის გათვალისწინება, რომლის მიხედვითაც ყველა სრულწლოვანს 1000 ლარი უნდა გადაეცეს, ხოლო ყველა არასრულწლოვანს 500 ლარი“, - განაცხდა ნიკა მელიამ. 

ამავე თემაზე