2020-05-28 14:12:57
შეიძლება ირაკლი კობახიძე ხიბლშია და კარგი ჰგონია, რომ მის მართლა გოიმურ ფრაზებს იმეორებენ - ბესელია

შეიძლება თავად ხიბლშია და ჰგონია, კარგია, რომ მის მართლა გოიმურ ფრაზებს იმეორებენ, მაგრამ ცუდია, როცა ამ ფრაზებს პარლამენტში რამდენჯერმე იყენებს ადამიანი - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებასთან  დაკავშირებით განაცხადა. დეპუტატი ამბობს, რომ ქართული ენა მდიდარია და შეუძლიათ მის მიერ გამოყენებული სიტყვის სინონიმები მიაშველონ.

„შეიძლება, მას ძალიან მოსწონს, რომ მისთვის და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისთვის, მისი სამეცნიერო ხარისხიდან გამომდინარე, მისი სტატუსისთვის შეუფერებელ ლექსიკონს როცა იყენებს. შეიძლება თავად ხიბლშია და ჰგონია, კარგია, რომ მის მართლა გოიმურ ფრაზებს იმეორებენ, მაგრამ ცუდია, როცა ამ ფრაზებს პარლამენტში რამდენჯერმე იყენებს ადამიანი, ვინც ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო. ქართულ ლექსიკონში არის ძალიან მდიდარი სიტყვები, მათ შორის, თუ უნდა კრიტიკულად გამომხატველი ბევრი კარგი სინონიმი. თუ ძალიან გაუჭირდა, შეგვიძლია, ეს სიტყვები შევაშველოთ,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, გუშინდელ სესიაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "პრემიერმა გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს მასტერკლასი ჩაუტარა."

ამავე თემაზე