2020-05-28 14:05:52
ყველას ვურჩევ ჭკვიანად იყვნენ, მაინც და მაინც ყურს ხომ არ ავუწევ და ისე ვივლი?! ეკლესიაზე შეტევას თავი დაანებონ, არ შეიძლება ფულის გამო სული გაყიდოთ - მეუფე იაკობი მედიას

ყველას ვურჩევ ჭკვიანად იყვნენ, მაინც და მაინც ყურს ხომ არ ავუწევ და ისე ვივლი?! ეკლესიაზე შეტევას თავი დაანებონ, არ შეიძლება ფულის გამო სული გაყიდოთ - ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ბოდბის დედათა მონასტრის ირგვლივ აგორებულ ქონებრივ დავას გამოეხმაურა. მან ამ კონტექსტში მედიაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეკლესიის მისამართით ბევრი ცილისწამება ვრცელდება. 

"ორმაგი სტანდარტები ძალიან ცუდია. როდესაც მე ცილს მწამებენ ან გინდ მაგინებენ, პასუხსაც არ ვცემ. ნუთუ სირცხვილის გრძნობა ტელევიზიის მუშაკებს არ გაქვთ, როდესაც ასეთ რამეებს აკეთებთ. გადაცემა გააკეთეს, თითქოს ეს დიდებული ტაძარი ვიღაცის მამაპაპისეულ მიწაზეა აგებული.არ გრცხვენიათ?! ასეთ იდიოტობას, როგორ უშვებთ?! აქ არის ბერმონაზვნების საფლავები. თუ არ იციან, მე გადავცემ ტელევიზიებს სურათებს. 1924 წლის სურათებს, სადაც ჩანს, რომ აქ მხოლოდ ტაძარია და სხვა არაფერი. ყველას ვურჩევ ჭკვიანად იყვნენ. მაინც და მაინც ყურს ხომ არ ავუწევ და ისე ვივლი?! არავის არ ვემუქრები, მაგრამ წესიერად უნდა მოიქცნენ, და ეკლესიაზე შეტევას თავი უნდა დაანებონ. არ შეიძლება ფულის გამო სული გაყიდოთ. ეკლესიას მაინც ვერაფერს დააკლებთ", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ამავე თემაზე