2020-05-28 10:59:37
ღამის კლუბებზე შეღავათები ამ ეტაპზე არ განიხილება - თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე ხელისუფლება ღამის კლუბებისთვის სექტორულ შეღავათებს არ განიხილავს. ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში, მთავრობის მოსმენის შემდეგ ისაუბრა.

"სექტორული შეღავათები ამ ეტაპზე არის გათვალისწინებული ყველაზე მეტად დაზარალებული ინდუსტრიებისთვის, რომლებსაც დრო დასჭირდებათ, რომ ამოიქოქონ. ეს არის ტურიზმი, იმიტომ რომ არ არის საკმარისი ტურიზმი მარტო გავხსნათ, საჭიროა დრო გავიდეს, რომ ისევ იმ დონეზე ავიდნენ, რა დონეზეც იყვნენ; ეს არის სოფლის მეურნეობა, რომელიც ასევე ძალიან დაზარალდა, რადგან ექსპორტული მოთხოვნაც შემცირდა და შიგნითაც; ეს არის ბინათმშენებლობა. რაც შეეხება ღამის კლუბებს, ამ ეტაპზე სექტორული შეღავათები არ განიხილება. ჩვენ მოვისმენთ თითოეული დარგის არგუმენტებს და შემდგომაც ვამუშავებთ პოსტკრიზისულ გეგმას, ვნახოთ როგორ იქნება ამ თვალსაზრისით ჩვენი გადაწყვეტილება", განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით ღამის კლუბებისთვის, ამ ეტაპზე სექტორული შეღავათი არ განიხილება.

„ჩვენ მოვისმენთ არგუმენტებს ყველა დარგის. შემდგომაც ვამუშავებთ პოსტკრიზისულ გეგმას და ვნახოთ, როგორი იქნება ამ თვალსაზრისით ჩვენი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა თურნავამ.

ამავე თემაზე