2020-05-27 19:05:39
გადაწყვეტილებები, რაც მივიღეთ, კეკლუცობის გამო არ გაგვიკეთებია, კეკლუცობის გამო თქვენ სვამთ აქ უშინაარსო შეკითხვებს -გახარია კობერიძეს

გადაწყვეტილებები, რაც მივიღეთ, კეკლუცობის გამო არ გაგვიკეთებია, კეკლუცობის გამო თქვენ სვამთ აქ უშინაარსო შეკითხვებს – ასე უპასუხა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დამოუკიდებელ დეპუტატ, ლევან კობერიძეს კითხვაზე, ეპიდემიოლოგიური პროგნოზი შეთანხმებულია თუ არა ყველა სამინისტროსთან და როცა პრემიერი ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა, რატომ საუბრობს ჯანდაცვის სამინიტროს წარმომადგენელი დაავადების საშიში მეორე ტალღის შესახებ.

„მე და ქალბატონი ეკა ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ერთად, როგორც გახსნაზე, ასევე დახურვაზე. ჯანდაცვის სამინისტრო არის ამ პროცესში სრულად ჩართული. სხვანაირად, უბრალოდ, შეუძლებელია. აგერ, გითხარით, რომ სეროპრევალენტური კვლევა რომ ჩავატარეთ, ეს იყო ძირითადი, რის გამოც ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რაც მივიღეთ და კეკლუცობის გამო მე ეს არ გამიკეთებია. კეკლუცობის გამო თქვენ შეკითხვებს სვამთ აქ, უშინაარსოს, რომლის უკანაც საერთოდ არაფერი არ არის, პირადად თქვენ გეუბნებით ამას“, – მიმართა ლევან კობერიძეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ამავე თემაზე