2020-05-27 18:59:15
საკადრისი პასუხი უნდა მიიღოს რუსეთმა ამ ულტიმატუმზე-დეკანოიძე

საკადრისი პასუხი უნდა მიიღოს რუსეთმა ამ ულტიმატუმზე-ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე,  სოციალურ ქსელში, რუსეთის მხრიდან ულტიმატუმს, ლუგარის ლაბორატორიაში ექსპერტების შეშვებაზე.

"ლუგარის ლაბორატორიაში ვინც რუსი ექსპერტების საფარველით ფსბ- ს შეუშვებს, რაღაც საერთაშორისო ვალდებულებების გამართლების ბოდვით - იქნება ქვეყნის სტრატეგიული და სახელმწიფო ინტერესების ზიანის მომტანი. არ აქვს მნიშვნელობა - მინისტრი, ექიმი თუ ეპიდემიოლოგი. საკადრისი პასუხი უნდა მიიღოს რუსეთმა ამ ულტიმატუმზე,"-წერს დეკანოიძე.

ამავე თემაზე