2020-05-27 18:52:37
ფიზიკური დაპირისპირება ბათუმში, აქციაზე-დაკავებულია ორი პირი

ბათუმში პოლიციასა და ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

როგოც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დაპირისპირება მოხდა წერეთლის გამზირზე საბაგიროსთან. პოლიციამ აქციის მონაწილეებს არ მისცა გზის გაგრძელების საშუალება და ქუჩის მეორე მხარეს გადაადგილებისკენ მოუწოდა, რასაც აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც სიტუაცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ბათუმში ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის, რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია დილიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

ამავე თემაზე